Pages

ტრენინგის, სემინარებისა და სესიების ანგარიშები

ტრენინგი: "Teaching English with English word" 
ყოველწლიური მაკმილანის გამომცემლობის ტრენინგი
2011, 2012, 2013, 2014
სემინარის წერილობითი ანგარიში
ღონისძიების დასახელება: საზაფხულო ტრენინგი მაკ მილანის გამომცემლობისაგან.
ორგანიზაციის დასახელება: „English Book in Georgia“
ჩატარების ადგილი: ქ. რუსთავი, #24 საჯარო სკოლა, 08.07.2014
ხანგრძლივობა: 4 საათი
მიზანი და ამოცანა: მასწავლებელთა დახმარება მაკ მილანის გამომცემლობის სახელმძღვანელოების უკეთ სწავლებისათვის
რეზიუმე: სემინარი ჩატარდა ესწრებოდა მასწავლებელთა ჯგუფი ქვემო ქართლის სხვადასხვა სკოლიდან. სემინარის მიზანი იყო მასწავლებელთათვის მეთოდური დახმარების გაწევა წარმოდგენილი გამომცემლობის სახელმძღვანელოებით სწავლებისას.
ტრენერმა მოგვცა მითითებები და გაგვაცნო განსხვავებული სტრატეგიები გრამატიკის სწავლებისას. წარმოგვიდგინა თვალსაჩინო მასალა და მივიღეთ მონაწილეობა პრაქტიკულ აქტივობებში.
ტრენერი აგრეთვე გვესაუბრა სხვა უნარ-ჩვევების განვითარების ახალი მიდგომების შესახებ.
ტრენერი იყო ძალიან კომუნიკაბელური და კარგი პროფესიონალი.
ტრენინგის მნიშვნელობა: მაკ მილანის გამომცემლობის სახელმძღვანელოებით სწავლება 3 წელია მიმდინარეობს საქართველოსი. ამიტომაც ეს ყოველწლიური საზაფხულო ტრენინგები, რომელსაც ახორციელებს „English Book in Georgia“ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის. მეცადინეობებს გვიტარებენ აღიარებული ტრენერები და ამდენად ჩვენთვის  ძალიან მრავლისმომცემია ეს ტრენინგები, მაგრამ სასურველი იქნებოდა გვირიგდებოდეს სატრენინგო მასალა, რადგანაც შეუძლებელია ყველა საკითხის დაწვრილებით ჩაწერა ტრენინგის მსვლელობისას.

ტრენინგის წერილობითი ანგარიში


ტრენინგის დასახელება: "ინგლისური ენის სწავლება სამოქალაქო განათლების გამოყენებით" , "ELCE Teacher Training Course"

ორგანიზაციის დასახლება: ELCE Program PH International. Georgia, Georgetown University/ETAG
    ხანგრძლივობა: 60 საათი (10 სამუშაო შეხვედრა, 10 სამოდელო გაკვეთილი)
   მიზანი და ამოცანა: მასწავლებელი შეისწავლის სწავლების ახალ მეთოდოლოგიას და იმუშავებს სამოქალაქო განათლების რესურსებზე დაყრდნობით. 
   რეზიუმე: ტრენინგი ემსახურებოდა მასწავლებლებისათვის უახლესი მეთოდოლოგიის შესწავლას სამოქალაქო განათლების გამოყენებით. ტრენინგი მიმდინარეობდა თებერვლიდან ივნისის ჩათვლით. ჩატარდა 10 თეორიული სამუშაო შეხვედრა და 10 სამოდელო გაკვეთილი, ტრენერი ჯოშუა კურსვეილი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი. ესწრებოდა ყველა გაკვეთილს და მაშინვე ხდებოდა შეფასება. შემდეგ გვიგზავნიდა განხილვების ელექტრონულ ვერსიას. ყოველი გაკვეთილი ტარდებოდა განსხვავებულ თემაზე, მაგრამ აუცილებლად სამოქალაქო განათლების ელემენტების დაცვით. პირადად ჩემს შემთხვევაში, ტრენერის რჩევით, სამოდელო გაკვეთილებს ვატარებდი ერთსა და იგივე მე-10 კლასში. იმ მიზნით, რომ ყველას ერთად გვენახა მიღწეული შედეგი, ანუ თანდთანობით როგორ ხდებოდა სამოქალაქო განალების ელემენტების დაცვა და გათავისება გაკვეთილებზე როგორც ჩემი, ისე მოსწავლეების მხრიდან.
  ტრენერი იყო გამორჩეულად კარგი. დიდი მადლობა ტრენინგის მესვეურებს ასეთი ორგანიზებისა და საუკეთესო ტრენერისათვის.
  ტრენინგის დამთავრების შემდეგ თითოეული მონაწილე სკოლის ინგლისური ენის კათედრებს გადმოგვცეს ლეპტოპები და პრინტერები, რომელიც ძალიან გვეხმარება პედაგოგებს მუშაობაში.
   ტრენინგის მნიშვნელობა: რასაკვირველია თითოეული ტრენინგი სასარგებლოა, მაგრამ ELCE ჩემთვის აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, ყველაზე საინტერესო. როგორც ვიცით, წარმატებული გაკვეთილისათვის უმნიშვნელოვანესი პირობაა საგაკვეთილო გარემო, რომლის შექმნის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა სამოქალაქო განათლების ელემენტების შესწავლა და დაცვა, რაც საგრძნობლად გვიადვილებს მოსწავლეებთან სწორ კომუნიკაციას, სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეების ჩაბმას საგაკვეთილო პროცესში, რაც ასე მნიშვნელოვანია გაკვეთილზე. ამ ტრენინგის შემდეგ თითქოსდა თავი მოვუყარე და გავაცნობიერე გაკვეთილზე ურთიერთობის ფორმები, რომლებსაც ადრე თავისთავად ვიყენებდი და მივუმატე ბევრი ახალი ელემენტი. ახლა მივხვდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ელემენტების დაცვა გაკვეთილზე, რათა მოსწავლეებმაც უფრო კომფორტულად და დაცულად იგრძნონ თავი. კიდევ ერთხელ დავრწმნუნდი იმაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაკვეთილის სწორად, დაგეგმვა, რათა წარმატებულ შედეგზე გავიდეთ.








No comments:

Post a Comment