Pages

სკოლის ბაზაზე პროფ.განვითარება("შვიდკაცა")

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის საქმიანობის
ანალიზი
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფში გაერთიანებულია 7 პედაგოგი: ლეკვეიშვილი ნატალია, მეკრავიშვილი შალვა, მაისურაძე ია,  ციხისელი ირინა, დოლიძე ცირა, ბედენაშვილი ხათუნა,  მეტრეველი გიორგი. ამათგან ერთ-ერთი მასწავლებელი, გიორგი მეტრეველი, დროის უქონლობის გამო გამოეთიშა ჯგუფს, რომელიც ჩაანაცვლა პედაგოგმა დიანა ჩალაძემ.
ამ პროგრამის საწყის ეტაპზე ჯგუფის წევრებს გვქონდა დადებითი განწყობა-დამოკიდებულება, სასარგებლოდ მიგვაჩნდა ამგვარი ჯგუფური მუშაობა და სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ფიქრი, ეფექტურად ვთვლიდით ამგვარი გზით თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებას, სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვას და სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებას.
მსგავსი პოზიცია გააჩნია ჯგუფსაც დგევანდელ დღესაც, უფრო მეტად მოტივირებულები, ჩართულები არიან დღევანდელ ერთობლივ მუშაობაში.
რაც შეეხება მასწავლებლებს, მათი უმეტესი ნაწილი ნაწილობრივ სკეპტიკურად იყო განწყობილი ზოგადად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით, რადგან საწყის ეტაპზე არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ, მაგრამ ჯგუფის პერიოდული მუშაობის, ცოდნის ურთიერთგაზიარების, დიალოგების, შეხვედრების, კათედრების მუშაობის  შედეგად მოხდა მეტი დაინტერესება მასწავლებელთა მხრიდან, უფრო მეტი პედაგოგი ჩაერთო სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ღონისძიებებში თანამშრომლობითი კულტურის განვითარების, პროფესიული დონის ამაღლების მიზნით. ასევე სხდომებს ესწრებიან სხვადასხვა პედაგოგები, რომლებიც თანამშრომლობენ ჯგუფთან, მათგან ორი მასწავლებელი,  ეკა სებისკვერაძე და დალი ხარებაშვილი, სისტემატიურად ესწრებიან ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს.
დირექციის დაინტერესება დიდია ამ პროგრამის მიმართ. დირექტორი ხშირად ესწრებოდა ტრენინინგებს/სამუშაო შეხვედრებს, ხელს უწყობდა, რომ ეს შეხვედრები ტექნიკურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
განვითარების ჯგუფის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა საბუნებისმეტყველო ციკლის საგნებში მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტიკური კვლევა (მე-11 კლასები). ერთობლივად შემუშავდა ტესტირების შეფასების კრიტერიუმები, დადგინდა ტესტირების ვალიდურობა. ტესტირების ჩატარების შემდეგ მოხდა შედეგების განხილვა და დეტალური ანალიზი საბუნებისმეტყველო ციკლის კათედრასა  და სკოლის განვითარების ჯგუფის მიერ. სხდომას ესწრებოდა ჯგუფის ტრენერი თემურ მარდალეიშვილი. სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული მოსწავლეთა ტესტირების შედეგები, წარმოდგენილი იყო სქემები, საგნობრივად გამოყოფილი იყო საკითხები, გაანალიზებული იყო, თუ რომელი საკითხის დაძლევა გაუჭირდათ მოსწავლეებს და დაისახა გზები ამ პრობლემების მოგვარებისთვის, დაინიშნა დამატებითი მეცადინეობები საგნების მიხედვით. დინამიკაში მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდა წლიური ზეპირი და წერითი გამოცდები სხვადასხვა საგნებში. წინასწარ საგნის მასწავლებლებისა და ჯგუფის წევრების მიერ, კათედრის სხდომებზე, შემუშავებული იქნა შეფასების კრიტერიუმები, რომლის განხორციელებაში დაგვეხმარა ტრენინგი „სწავლებისა და შეფასების ეფექტური სტრატეგიები“, რომელიც გაიარა ჯგუფმა.
ჯგუფში არიან ენთუზიასტი მასწავლებლები, რომლებიც მუდმივად ახლის ძიებაში არიან, ცდილობენ ერთმანეთის ურთიერთდახმარებით აიმაღლონ პროფესიული დონე. თუმცა, ვინაიდან სკოლა არის ორცვლიანი, ვერ ხერხდება ჯგუფის წევრების ერთობლივი მუშაობა და ხშირი შეხვედრები, რაც ნამდვილად გაუმჯობესებას საჭიროებს.
რაც შეეხება პრობლემებს, რომლებიც ჯგუფს შეხვდა საქმიანობის პერიოდში, მუშაობის დასაწყისში მასწავლებელთა არაინფორმირებულობის გამო გაჩნდა პრობლემები მასწავლებლებსა და ჯგუფის წევრების მუშაობასთან, თანამშრომლობის მიმართებაში. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ჯგუფის ეფექტური მუშაობის შედეგად გაჩნდა ნდობა მასწავლებლებსა  და ჯგუფს შორის. მეტი ყურადღებით უსმენდნენ  და ითვალისწინებდნენ ჯგუფის წევრების აზრს, აქტიურად უზიარებენ საკუთარ ცოდნას კოლეგებს, ბევრი წინადადება შემოუთავაზებიათ მასწავლებლებს, რაც შემდგომში გაუთვალისწინებია კგუფს, მომავალშიც გაითვალისწინებს მათ აზრს და ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას.
პროგრამას, „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“, ვაფასებთ პროგრესულ მოვლენად სკოლის ცხოვრებაში. ჩანს პროექტის მიზანდასახულობა, აამაღლოს მასწავლებელთა და სკოლის პროფესიული დონე.

რეკომენდაციები - საქართველოში პროგრამის პილოტირებაში მონაწილეობს 206 სკოლა. სასურველი იქნებოდა, ამ პროგრამის გაცილებით უკეთესად განხორციელებისათვის, რეგიონების მიხედვით ან ქალაქებში, სადაც არიან სკოლები ჩაბმული პროგრამაში, „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“, მოეწყოს საქმიანი შეხვედრები, კონფერენციები, რატა მოხდეს აზრთა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.






Presentation1 from xatato

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფ. განათლების განვითარების ჯგუფის ტრენინგის მასალები


No comments:

Post a Comment